გარემოსა და სოციალური მართვის სისტემა

საპენსიო ფონდი

გენერალური დირექტორის ბრძანებით შპს „საქაერონავიგაციაში“ შექმნილია გარემოსა და სოციალური მართვის სისტემის დანერგვის სამუშაო ჯგუფი. სამუშაო ჯგუფმა შეისწავლა საქართველოში, ევროკავშირისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში გარემოს დაცვისა და სოციალური პასუხისმგელობის სფეროში მოქმედი მარეგულირებელი დოკუმენტები, არსებული სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები. აღნიშნული დოკუმენტების შესწავლისა და გაანალიზების საფუძველზე, ჯგუფმა გამოსცა ანგარიში „ავიაციის გარემოსდაცვითი თანამშრომლობა - გლობალური, ევროპული და ეროვნული ხედვა“, რომელიც დეტალურად მიმოიხილავს გარემოსდაცვითი კუთხით არსებულ გამოწვევებს საერთაშორისო და ლოკალური მასშტაბით.

ამჟამად, სამუშაო ჯგუფი მუშაობს გარემოსა და სოციალური მართვის სისტემის დანერგვის სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე.