შპს „საქაერონავიგაციის“ არასახელმწიფო საპენსიო სქემის ფორმირების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ 2017 წლის 5 აპრილს არჩეულ იქნა აქტივების მმართველი კომპანია სს „გალტ & თაგარტი“. 2017 წლის 24 მაისს გაფორმდა შპს „საქაერონავიგაციასა“ და სს „გალტ ენდ თაგარტს“ შორის საპენსიო აქტივების მართვის ხელშეკრულება, ასევე, სამმხრივი ხელშეკრულება სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურების შესახებ.
სს „გალტ & თაგარტი“ ქვეყანაში წამყვანი კომპანიაა საინვესტიციო საბანკო და ინვესტიციების მართვის მომსახურების სფეროში და მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოში კაპიტალური ბაზრების განვითარებაში.
მათი გუნდი 30-ზე მეტი ნიჭიერი, ინდუსტრიაში დიდი გამოცდილების მქონე პროფესიონალისგან შედგება.
გალტ & თაგარტი ბიჯეო ფაინანშალის შვილობილი კომპანიაა, რომლის ჯგუფშიც შედის საქართველოს ბანკიც. ბანკი, რომელიც ზედმიწევნით იცნობს რეგიონულ ბაზარს და ჰყავს უცხოელი ინვესტორების ფართო ბაზა. საქართველოს ბანკის ინსტიტუციური მხარდაჭერით, გალტ & თაგარტი ეხმარება ინვესტორებს საინვესტიციო შესაძლებლობების აღმოჩენასა და შეფასებაში.