ახალი ამბები

საპენსიო ფონდი

საზედამხედველო აუდიტი საქაერონაავიგაციის სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურში

2015 წლის ივნისში, შპს „საქაერონავიგაციის“ სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურში ხარისხის მართვის სისტემის შესაბამისობაზე საბოლოო საზედამხედველო აუდიტი ჩატარდა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ სამსახურს ISO 9001:2008 სერთიფიკატი 3 წლის ვადით, 2013 წელს მიენიჭა, კომპანია “Bureau Veritas Certification”-ის მიერ ჩატარებული აუდიტის შედეგად. სერთიფიკატის შენარჩუნება ყოველწლიურ შემოწმებაზე იყო დამოკიდებული.

საბოლოო საზედამხედველო აუდიტის შედეგებიდან გამომდინარე, არცერთი ნაკლოვანება და შენიშვნა არ გამოვლინდა და შპს “საქაერონავიგაციის” სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურმა სერთიფიკატი 2016 წლამდე ანუ მომდევნო აუდიტის ჩატარებამდე შეინარჩუნა.

ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია და სასიხარულოა, რომ “საქაერონავიგაციის” სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურის ხარისხის პოლიტიკა, როგორც საჩვენებელი მაგალითი, EUROCONTROL-ის აერონავიგაციის ინსტიტუტის (IANS) სასწავლო პროგრამაში არის შეტანილი.