ახალი ამბები

საპენსიო ფონდი

საქაერონავიგაციის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა ISO 9001:2008 სერთიფიკატი მიიღო

მეტეორლოგიურ სამსახურში ხარისხის მართვის სისტემის დანერგვის მიზნით 2012 წლის 16 ივლისს, შპს „საქაერონავიგაციამ“ BUREAU VERITAS-თან გააფორმა ხელშეკრულება. ხელშეკრულების ფარგლებში, მეტეოროლოგიური სამსახურის ყველა თანამშრომელმა გაირა ISO 9001-2008 საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად ხარისხის მართვის სისტემის ტრეინინგ კურსი, ხოლო სპეციალისტების გარკვეულმა რაოდენობამ, ISO 19011:2011 სტანდარტის შესაბამისად გაიარა ხარისხის მართვის სისტემის ISO 9001-2008 საერთაშორისო სტანდარტის შიდა აუდიტორის კურსი. მეტეოროლოგიური სამსახურის სრული შემადგენლობა BUREAU VERITAS-თან აქტიურად თანამშრომლობდა მეტეოსამსახურში ISO 9001-2008 საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად ხარისხის მართვის სისტემის დასანერგად.

2014 წლის 23 იანვარს, შპს „საქაერონავიგაციამ“ დანერგილი ხარისხის მართვის სისტემის სერტიფიცირებისათვის BUREAU VERITAS CERTIFICATION-თან ახალი ხელშეკრულება გააფორმა. აუდიტის პირველი ეტაპი 2014 წლის თებერვალში ჩატარდა, ხოლო მეორე ეტაპი (სასერტიფიკაციო აუდიტი) აპრილის თვეში.

აუდიტების დასრულების შემდეგ BUREAU VERITASCERTIFICATION-მა სცნო შპს „საქაერონავიგაციის“მეტეოროლოგიური სამსახურის ხარისხის მართვის სისტემის შესაბამისობა ISO 9001-2008 მენეჯმენტის სისტემის სტანდარტთან. 2014 წლის 7 მაისს შპს „საქაერონავიგაციის“ მეტეოროლოგიურმა სამსახურმა შესაბამისი სერტიფიკატი მიიღო.

ხარისხის მართვის სისტემა სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების პერმანენტულ კონტროლს გულისხმობს, ამცირებს საავიაციო ინციდენტების რისკს და რაც მთავარია, ხელს უწყობს მომსახურების მუდმივ განვითარებას.