ახალი ამბები

საპენსიო ფონდი

საჰაერო მოძრაობის მართვის ჯგუფის მე-18 შეხვედრა

2013 წლის 10 დეკემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით, შპს "საქაერონავიგაციის" მასპინძლობით თბილისში საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) საჰაერო მოძრაობის მართვის ჯგუფის რიგით მე-18 შეხვედრა (ATMGE/18) გაიმართა.

სემინარს ცამეტი ქვეყნის ოცამდე წარმომადგენელი დაესწრო (მონაწილე ქვეყნები: საფრანგეთი, უკრაინა, ბელგია, სომხეთი, ბულგარეთი, ლატვია, ბელორუსია, ამერიკის შეერთებული შტატები, თურქეთი, ყაზახეთი, ლიტვა, ყირგიზეთი და საქართველო). შეხვედრაზე განიხილული იქნა საჰაერო მოძრაობის უსაფრთხოების, გლობალური სისტემების/მონაცემთა ბაზის ურთიერთმოქმედებისა და რეგიონალური განვითარების გეგმის პრიორიტეტებისა და მიზნების საკითხები. მონაწილეები ასევე გაეცნენ ახალ სტანდარტებსა და გაუზიარეს ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება.

სემინარის თავმჯდომარე ICAO-ს რეგიონალური ოფიცერი საჰაერო მოძრაობის მართვის საკითხებში ბატონი სვენ ჰოლი გახლდათ.