ახალი ამბები

საპენსიო ფონდი

საფრანგეთის და გერმანიის სააერნაოსნო მოსახურების პროვაიდერებსა და შპს „საქაერონავიგაციას“ შორის უფრიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2014 წლის 23 სექტემბერს გერმანიაში, ქალაქ ლანგენში საფრანგეთის (DSNA) და გერმანიის (DFS) სააერნაოსნო მომსახურების პროვაიდერებსა და საქაერონავიგაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, მხარეებმა სურვილი გამოთქვეს მონაწილეობა მიიღონ EUROCONTROL-ის მიერ ინიცირებული ცენტრალიზებული სერვისების დანერგვის პროგრამაში. საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპულმა ორგანიზაციამ ცენტრალიზებულ, ევროპულ დონეზე განსახორციელებელი, 9 სერვისის იდენტიფიცირება მოახდინა და წარუდგინა ისინი სახელმწიფოებს. პროგრამის მიხედვით, ევროკონტროლის წევრი სახელმწიფოები გაერთიანდებიან ჯგუფებად და მიიღებენ მონაწილეობას საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ ტენდერში.

საქაერონავიგაცია ზემო ხსენებულ კომპანიებთან და DFS-ის მიერ შემოთავაზებულ კომპანია Information Design One AG-თან ერთად მიიღებს ტენდერში მონაწილეობას საფრენოსნო გეგმის და აეროპორტების სლოტების თანმიმდევრულობის განმსაზღვრავი ცენტრალიზებული სერვისის განხორციელების უფლების მოსაპოვებლად. გამარჯვების შემთხვევაში, კომპანიები ჩამოაყალიბებენ კონსორციუმს, რომელიც მოახდენს აღნიშნული სერვისის მიწოდებას მომხმარებლამდე.

მოლაპარაკებებისას გერმანიის სააერონაოსნო მომსახურების პროვაიდერმა დააფიქსირა თავისი მზადყოფნა, იყოს კონსორციუმის ლიდერი და გაიღოს საკუთარი რესურსები კონსორციუმის მიმართ რაიმე გაუთვალისწინებელი ვალდებულების წარმოქმნის შემთხვევაში. ასევე გადაწყდა, რომ სერვისის მიწოდების ტექნიკურ უზრუნველყოფას მოახდენს კომპანია Information Design One AG (ინდუსტრიის წარმომადგენელი). საქაერონავიგაცია აწარმოებს პოსტოპერაციული ანალიზის გაკეთებას, სტატისტიკის დამუშავებას და ამ ინფორმაციის დისტრიბუციას.

სერვისის მიწოდების შედეგად, კონსორციუმი მიიღებს გარკვეულ ფინანსურ სარგებელს, რომელიც გადანაწილდება კონსორციუმის წევრ კომპანიებს შორის. ფინანსური სარგებელის გარდა, შპს „საქაერონავიგაცია“ მიიღებს საერთაშორისო პროეტქებში მონაწიელობის გამოცდილებას, ვინაიდან ზემოთხსენებულ კომპანიებს გააჩნიათ უდიდესი ინტელექტუალური და პრაქტიკული რესურსი საერნაოსნო მომსახურების სფეროში. შპს „საქაერონავიგაციის“ მიერ მიღებული გამოცდილება გამოყენებული იქნება საქართველოში უმაღლესი სტანდარტების დანერგვის და უსაფრთხოების დონის ამაღების მიზნით.

ანალოგიური მემორანდუმი გაფორმდა 25 სექტემბერს ქალაქ სოფიაში (ბულგარეთი) ბულგარეთის სააერნაოსნო მოსახურების პროვაიდერის BULATSA-ს შტაბბინაში. მემორანდუმის ფარგლებში მხარეებმა დააფიქსირეს სურვილი ითანამშრომლონ ევროკონტროლის მიერ შემუშავებულ კიდევ ერთი ცენტრალიზირებულ სერვისის დანერგვის პროცესში. აღნიშნული სერვისის საოპერაციო კონცეფციის მიხედვით, გამარჯვებულმა მხარემ უნდა უზრუნვლყოს ევროპის მაშტაბით არსებული რადიო - სალოკაციო საშუალებების საიედენტიფიკაციო კოდით უზრუნველყოფა.