ახალი ამბები

საპენსიო ფონდი

საქართველო EUROCONTROL–ის წევრი ქვეყანა გახდა

საქართველო ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) წევრი გახდა. მემორანდუმს ხელი ქალაქ ბრიუსელში 3 დეკემბერს მოეწერა. ქართულ მხარეს მასპინძლობა EUROCONTROL-ის გენერალურმა დირექტორმა ფრენკ ბრენერმა გაუწია.

ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე, შპს "საქაერონავიგაციის" დირექტორი გოჩა მეზვრიშვილი, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გურამ ჯალაღონია და სხვა ოფიციალური პირები.

დაარსდა რა 1960 წელს, დღესდღეისობით საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაცია EUROCONTROL წარმოადგენს სამთავრობოთაშორის სამოქალაქო-სამხედრო ორგანიზაიცას, რომლის შემადგენლობაშიც შედის 39 სახელმწიფო. იგი მის პარტნიორებთნ ერთად, ორიენტირებულია ერთიანი ევროპის ცის დანერგვაზე, რაც ხელს შეუწყობს ოცდამეერთე საუკუნისა და შემდგომი პერიოდისთვის აუცილებელ საჰაერო მოძრაობის მართვის განხორციელებას.

EUROCONTROL უზრუნველყოფს რიგ მომსახურებებს საავიაციო საზოგადოების მიმართ, რაც ითვალისწინებს:

  • ევროპის საჰაერო მოძრაობის მართვის (ATM) პროგრამების სისრულეში მოყვანის განვითარებასა და კოორდინირებას;
  • საჰაერო მიმოსვლისა და სიმძლავრის მართვას;
  • საჰაერო ნავიგაციის გადასახდელების მოგროვებას (CRCO);
  • საჰაერო სივრცის რეგიონალურ დონეზე კონტროლს;
  • ევროპის საჰაერო მოძრაობის მართვის (ATM) ახალი ტექნოლოგიებისა და პროცედურების დანერგვას;
  • საჰაერო მოძრაობის მართვასთან დაკავშირებულ სწავლებას.

საქართველო EUROCONTROL-ის რიგით მეორმოცე წევრი გახდა.