ახალი ამბები

საპენსიო ფონდი

ფოთში ახალი რადიოლოკატორის გახსნის ცერემონია გაიმართა

დღეს ფოთში ახალი სარადარო სისტემის გახსნის ცერემონია გაიმართა, რომელსაც საფრანგეთის ეკოლოგიისა და მდგრადი განვითარების, ტრანსპორტისა და ბინათმოწყობის მინისტრის მოადგილე ტრანსპორტის დარგში, ტიერი მარიანი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვერა ქობალია და ასევე, ევროპის სხვადასხვა წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფოთის რადიოსალოკაციო ობიექტი აღჭურვილია ფრანგული კომპანია THALES-ის უახლესი სარადარო სისტემით, რომელიც წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიების ნიმუშს რადიოლოკაციის დარგში.

ახალი რადარი საქაერონავიგაციას საშუალებას აძლევს სრულად დააკმაყოფილოს საერთაშორისო ნორმები რადიოლოკაციის სფეროში, განამტკიცოს და გაზარდოს ქვეყნის სატრანზიტო სტატუსი და გაზრდილი ტრაფიკით მიღებული შემოსავლები მიმართოს მომავალის ტექნოლოგიების დასანერგად, რაც მუდმივი პროცესია საერთაშორისო საავიაციო ბაზარზე არსებული მზარდი მოთხოვნების პირობებში.