საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ტერმინთა განმარტება

საპენსიო ფონდი

  • არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის სფეროში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა შორის მოქმედი კანონმდებლობით და სახელშეკრულებო საფუძველზე მოწესრიგებული ურთიერთობების სისტემა.

  • შპს „საქაერონავიგაცია“, საპენსიო სქემის დამფუძნებელი, რომელიც მოქმედებს მონაწილეთა არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის მომსახურების მიზნით და უზრუნველყოფს მონაწილეებს არასახელმწიფო პენსიით.

  • საპენსიო სქემის მმართველობითი ორგანო, რომელიც ზედამხედველობს მონაწილეთა არასახელმწიფო პენსიებით უზრუნველყოფას და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში იცავს მონაწილეთა ინტერესებს.

  • კომერციული ორგანიზაცია, რომელიც აწარმოებს საპენსიო დანაგროვთა მართვასა და ინვესტირებას შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე.

  • საპენსიო სქემის მონაწილე, ფიზიკური პირი რომლის სასარგებლოდაც ხორციელდება საპენსიო შენატანები შპს „საქაერონავიგაციის“ მიერ და რომლის სასარგებლოდაც გაიცემა პენსია მოქმედი კანონმდებლობისა და წინამდებარე საპენსიო სქემით დადგენილი პირობების შესაბამისად.

  • შპს „საქაერონავიგაცია“ და შპს „საქაერონავიგაციის“ დასაქმებული რომელიც, საპენსიო სქემით დადგენილი პირობების შესაბამისად, იხდის საპენსიო შენატანებს საპენსიო სქემის მონაწილის სასარგებლოდ.

  • მონაწილის საპენსიო უზრუნველყოფის მიზნით, საპენსიო სქემის წესით დადგენილი პირობების შესაბამისად, დამფუძნებლის მიერ შესასრულებელი ფულადი ვალდებულება, რომელიც სრულდება სახელმწიფო საპენსიო უზრუნველყოფისაგან დამოუკიდებლად.

  • საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამფუძნებლის მიერ ჩამოყალიბებული საპენსიო სქემის მომწესრიგებელი ძირითადი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ამ სქემის ფარგლებში წარმოქმნილი სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა უფლება-მოვალეობებს.

  • შპს „საქაერონავიგაცია“, რომელსაც მონაწილესთან აკავშირებს შრომითი ურთიერთობა და ამ ურთიერთობის საფუძველზე ახორციელებს მეანაბრის ფუნქციას მისი დასაქმებულის, როგორც მონაწილის სასარგებლოდ.

  • მონაწილეთა არასახელმწიფო საპენსიო უზრუნველყოფის მიზნით, საპენსიო სქემით დადგენილი წესის შესაბამისად, მეანაბრის მიერ გადასახდელი თანხა.

  • მონაწილის ან მონაწილეთა სახელობით საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული სახსრები.

  • საპენსიო დანაგროვთა დასაფარავად (საინვესტიციოდ) დასაშვები აქტივები.

  • საპენსიო სახსრების მოძრაობის აღრიცხვის ფორმა.

  • საპენსიო დანაგროვის აქტივების მართვის შედეგად მიღებული საინვეტიციო შემოსავალი.

  • დამფუძნებლის პროფესიული საპენსიო სქემა, სადაც განსაზღვრულია შენატანების ოდენობა და დამფუძნებლის ვალდებულება შექმნას მონაწილეთა სახელობითი საპენსიო დანაგროვი და მის ხარჯზე რეგულარულად გასცეს პენსიები წინამდებარე სქემის წესისა და მონაწილესთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

  • პენსიის – სახე, როდესაც მონაწილეს პენსია ეძლევა პენსიის გაცემის დაწყებიდან გარდაცვალებამდე.

  • პენსიის სახე, როდესაც მონაწილეს პენსია ეძლევა ხელშეკრულებით განსაზღვრული პერიოდის (არანაკლებ ხუთი წლის) განმავლობაში.

  • მუდმივი პენსია, რომელიც ერთობლივად ეძლევა საპენსიო სქემის მონაწილესა და მის მეუღლეს.

  • პირობითი ერთეულოვანი შენატანი, რომელიც გამოიყენება მონაწილის დანაგროვის, სქემის აქტივებში წილობრივი მონაწილეობის განსასაზღვრად;

  • ინდივიდუალური შეთანხმება არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ, რომელიც იდება სქემის დამფუძნებლსა და სქემის მონაწილეს შორის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. ხელშეკრულების თანახმად, დამფუძნებელი, საპენსიო სქემის წესისა და ინდივიდუალური შეთანხმების შესაბამისად, იღებს მონაწილის არასახელმწიფო საპენსიო უზრუნველყოფის ვალდებულებას, ხოლო მეანაბრე – საპენსიო შენატანების გადახდის ვალდებულებას.