საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სქემის აღწერა

საპენსიო ფონდი

საპენსიო სქემის სახელწოდება – „შპს „საქაერონავიგაციის“ არასახელმწიფო საპენსიო სქემა“ (შემოკლებული დასახელება – საქპენსია ან SAKA-DCPF).

საპენსიო სქემის დამფუძნებელი – შპს „საქაერონავიგაცია“.

შპს „საქაერონავიგაციის“ არასახელმწიფო საპენსიო სქემა არის განსაზღვრული შენატანების,  დამსაქმებლის პროფესიული სქემა, რომელიც დაარსდა 2015 წლის 30 დეკემბერს.

შპს „საქაერონავიგაციის“ არასახელმწიფო საპენსიო სქემის მონაწილე შეიძლება იყოს 18 წლის ასაკს მიღწეული პირი, რომელიც არანაკლებ 24 კალენდარული თვის განმავლობაში იმყოფება შრომით ურთიერთობაში შპს „საქაერონავიგაციასთან“.