საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სამეთვალყურეო საბჭო

საპენსიო ფონდი

სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ უფროსის 2000 წლის 3 სექტემბრის №29 ბრძანების საფუძველზე ჩამოყალიბდა შპს „საქაერონავიგაციის“ არასახელმწიფო საპენსიო სქემის სამეთვალყურეო საბჭო.

შპს „საქაერონავიგაციის არასახელმწიფო საპენსიო სქემის სამეთვალყურეო საბჭო საპენსიო სქემის მართვის უმაღლესი ორგანოა, რომელიც ზედამხედველობს შპს „საქაერონავიგაციის“ საპენსიო სქემის მონაწილეთა არასახელმწიფო პენსიებით უზრუნველყოფას და იცავს მათ ინტერესებს არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ადგენს საპენსიო სქემის წესებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ნახევარი ირჩევა საპენსიო სქემის მონაწილეებისაგან, ხოლო მეორე ნახევარი ირჩევა იმ პირებისაგან, რომლებიც არ არიან საპენსიო სქემის მონაწილეები.

შპს „საქაერონავიგაციის“ არასახელმწიფო საპენსიო სქემის სამეთვალყურეო საბჭო შედგება 4 წევრისაგან:

  • ნინო ჯიბუტი – სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, შპს „საქაერონავიგაციის“ კორპორაციული მართვის მენეჯერი, სქემის მონაწილე;
  • ლევან კარანაძე – სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, სსიპ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს“ დირექტორის მოადგილე;
  • ზურაბ კუპლატაძე – სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, სსიპ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს“ საფინანსო-ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის უფროსი;
  • რომან კარასევი – სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, შპს „საქაერონავიგაციის“ ავიამეთვალყურე, სქემის მონაწილე.